|
2019-07-17 15:08:26, 1285 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და მას იმედი აქვს, რომ თორნიკე რიჟვაძე დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს. „დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული შეხვედრა აჭარაში, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, თავმჯდომარის კანდიდატურად კი თორნიკე რიჟვაძე იქნა წარდგენილი. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, თანაპარტიელებთან ერთად, ის წარმატებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც როგორც ბათუმში, ისე მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა. სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.
(NS)
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)