|
2019-07-17 12:52:20, 1255 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: გახარიას გადადგომა დღეს, პირდაპირი მნიშვნელობით, სამშობლოს ღალატი იქნებოდა
გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ცალკეული პოლიციელების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს. „თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე მიდის გამოძიება. იძიებს პროკურატურა, ერთი პოლიციელი უკვე ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ამასთან, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა დღეს ღალატი იქნებოდა. „გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან გახარია რომ გადამდგარიყო 21-22-ში, ის პოლიტიკოსები, ვინ ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, ან რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, რა თქმა უნდა, ეს სურდათ. ის რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)