|
2019-07-17 11:40:41, 1005 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგილეები გიორგი პატარიძე და ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მინისტრმა ერაყულ მხარეს მადლობა გადაუხადა 2018 წლის ოქტომბერში ერაყის ციხიდან საქართველოს მოქალაქე სამი ბავშვის საქართველოში დაბრუნების საქმეში გაწეული დახმარებისთვის. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ ერაყული მხარე ბავშვების დაპატიმრებული დედის საქართველოსთვის გადმოცემაზე გააგრძელებს ორმხრივ თანამშრომლობას და იუსტიციის სამინისტროს ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება. შეხვედრაზე განხილულ იქნა ერაყელი მამის მიერ ერაყის რესპუბლიკაში გატაცებული საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნის საქმე, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო ბავშვის დედა, საქართველოს მოქალაქე თ.ა.-ძესთან ერთად 2017 წლის ნოემბრიდან აქტიურად მუშაობს. იუსტიციის მინისტრმა სერიოზული წუხილი გამოთქვა ერაყული სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომელმაც გატაცებული ბავშვი მამას მიაკუთვნა და საქართველოს სახელმწიფოს მიერ დედისათვის აყვანილი ადვოკატის არც ერთი არგუმენტი არ გაიზიარა. იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია, როდესაც ქართველ დედას უკრძალავენ იცოდეს, ჯანმრთელია თუ არა მისი შვილი და როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილემ მზაობა გამოხატა ორივე საქმეზე ქმედითი დახმარების აღმოჩენის თაობაზე, რასაც მიესალმა იუსტიციის მინისტრი. ერაყის დელეგაციის წარმომადგენლები დღეს იუსტიციის სახლსაც ეწვევიან, სადაც კომფორტულ გარემოში სერვისების გაცემის სპეციფიკას გაეცნობიან. ერაყის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ორდღიანია. დელეგაცია თბილისს 17 ივლისს დატოვებს.
(NS)
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)