|
2019-07-16 16:19:26, 1926 ნახვა
პოლიტიკა
მოისწრაფიშვილი: მიუხენში სტუდენტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტისგან არანაირი გაღინიანება არ ყოფილა
„მიუნხენში სტუდენტებთან შეხვედრაზე პასუხი გაეცა ყველა კითხვას და არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიზიანება არ ყოფილა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშივილის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეს-სკიკერის განცხადებით, პრეზიდენტმა სტუდენტების ყველა შეკითხვას პასუხი აამომწურავად გასცა. „ქართველი სტუდენტების და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის დროს გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, იყო აბსოლუტური ტყუილი. შეხვედრაზე არ თქმულა არც ერთი სიტყვა რომელიც გავრცელდა, პრეზიდენტი არ ყოფილა გაღიზიანებული, ხაზს ვუსვამ, პასუხი გაეცა ყველა კითხვას, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით. არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიაზიანება და არსად არ ისმის ის სიტყვა, რომელზეც საუბრობენ სიუჟეტებში“, - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ „რუსთავი2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი 20 ივნისისა და დავით გარეჯის შესახებ მათ მიერ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)