08:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 11:30:27, 1559 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძემ ღვაწლმოსილ ექიმს სიგელი გადასცა

აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, ღვაწლმოსილ ექიმს, მემედ შანიძეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადასცა.

მემედ შანიძე 2014 წლიდან დღემდე მუშაობს სს "საზღვაო ჰოსპიტალში" ოჯახის ექიმად. წლების განმავლობაში მუშაობდა ქედის მუნიციპალიტეტის რაიონული საავადმყოფოს მთავარ ექიმად, ამავე კლინიკის თერაპიული განყოფილების გამგედ, ასევე მახუნცეთის საუბნო საავადმყოფოს, დანდალოს საექიმო ამბულატორიისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმად. ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატებს თერაპიული, სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და ოჯახის ექიმის სპეციალობით. მიღებული აქვს მედალი შრომითი მამაცობისთვის, მინიჭებული აქვს დამსახურებული ექიმის წოდება და არის ქედის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწე და საპატიო მოქალაქე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics