16:05 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 13:25:44, 2076 ნახვა

პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი - გეტირება ადამიანს, უვადო მოსამართლეებად ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ

 „გეტირება ადამიანს, ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს გამოეხმაურა.

გოგიჩაიშვილის განმარტებით, ხელისუფლება კლანის დახმარებით ცდილობს სასამართლოს მთლიანად ხელში ჩაგდებას.

„უბედურებაა არის, ჩვენი სასამართლო სისტემამ, სამწუხაროდ, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელთან ერთადაც ჩვენ გავიმარჯვეთ 2016 წელს, იქცა უბედურებად, გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა და ისეთი ადამიანები უნდათ, რომ გაიყვანონ მოსამართლეებად - კლანის წევრები, ბინძური საქმეები თავის დროზე ნაკეთები ადეიშვილის გაზრდილები, უბრალოდ ადგა და ამ სისტემამ შეიწოვა ის და ამიტომ, ვამბობთ, ხოლმე, რომ ფაქტობრივი, შინაარსობრივი განსხვავება, მართვის სტილში აღარ არის ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას შორის“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics