|
2019-07-14 16:55:09, 1889 ნახვა
პოლიტიკა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა გრიგოლიას და ქართულ ოცნებას ბოდიშს უხდის
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, რომელმაც ინგა გრიგოლიას შესახებ შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, ინგა გრიგოლიას და ქართულ ოცნებას ბოდიშს უხდის. "ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ადამიანებო, ალბათ აკვირდებით ჩემს გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს, უამრავი თქვენგანი პირადად მეხმიანება, ზოგიც საჯაროდ ცდილობს ჩემს დაცვას, ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათობენ, დაობენ... მაშინ როცა ისედაც უამრავი პრობლემაა ჩვენს გარშემო , დაპირისპირების დამატებითი საფუძველი ნამდვილად აღარ გვჭირდება. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ და საზოგადოების თითოეული წევრის ღირსებას, ამიტომ ვერ დავუშვებ კიდევ ახალ კონფლიქტებს ჩემი მიზეზით. ჰოდა რახან ხანდახან შეცდომებს ვუშვებთ, ქალბატონო ინგა გრიგოლია, ბოდიშს გიხდით თუკი ჩემი დაწერილი კომენტარი საკუთარ შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად მიიღეთ. ბოდიშს გიხდით რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტის პროფესიას და ამაში ჩემი მეგობარი ჟურნალისტები დამეთანხმებიან.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)