|
2019-07-14 11:29:10, 1939 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ნათლად გამოიკვეთა, 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის და მაპროვოცირებელი ძალის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის საკითხი
პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის და მაპროვოცირებელი ძალის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "პროკურატურის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის და მაპროვოცირებელი ძალის, ,,ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი. დესტრუქციული ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, განსხვავებული რაკურსით გვაჩვენონ 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენები და საზოგადოება დაარწმუნონ თითქოს მომხდარში არანაირი ბრალი არ მიუძღვით, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი თავად ადევნებდა თვალყურს და შესანიშნავად მოეხსენება რა სახის მოწოდებები, ჟესტიკულაცია და აქტივობა უძღოდა წინ, განვითარებულ მოვლენებს, ნიკანორ მელიას მხრიდან. კადრებში ნანახის გარდა, რომელიც თავის მხრივ ქმნის სრულიად ნათელ სურათს რა ხდებოდა შტურმის დაწყებამდე და შტურმის მიმდინარეობის პროცესში, დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა,რომ პროკურატურა ფლობს ვიდეო და აუდიო მასალებს, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს წარდგენილი ბრალის სისწორეს. აქვე მინდა აღვნიშნო, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და საბოლოო ვერდიქტი მელიას თუ ნებისმიერი სხვა პირის მიერ ჩადენილ (შესაძლო) დანაშაულზე სასამართლომ უნდა გამოიტანოს. - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)