06:59 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-05 18:25:10, 1087 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური "ბათუმი ცენტრალი" საზეიმოდ გაიხსნა

ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე, კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური თამარ მეფის გზატკეცილზე, ოთხსართულიანი ბიზნესცენტრის, “ბათუმი-ცენტრალის” შენობაში განთავსდა და 750 კვადრატულ მეტრი ფართი დაიკავა. შენობაში უკვე მოეწყო რკინიგზის მომსახურების სერვისცენტრი ოფისებითა და სალაროებით. კეთილმოწყობილია ასევე მგზავრთა მოსაცდელი დარბაზები.

ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობამ “საქართველოს რკინიგზასთან” ერთად, მოსახლეობის ინტერესებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით განახორციელა. ბათუმი უკვე აღარ არის რკინიგზისგან მოწყვეტილი ქალაქი და მგზავრები ზღვისპირა ქალაქში მატარებლით ჩასვლას იმავე დროში, იმავე ფასად შეძლებენ, როგორც თბილისიდან მახინჯაურის სადგურამდე. შენობაში 22 ათას 500 კვადრატულ მეტრზე რკინიგზის სადგურის გარდა განთავსებულია ბიზნეს-ობიექტები, გასართობი ცენტრები და ავტოსადგური, კომპანია “ბათუმი-ცენტრალმა” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შეიძინა და მშენებლობისათვის 8 მილიონი დოლარი დახარჯა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი “საქართველოს რკინიგზამ” 3 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელების შედეგად 300-მდე ადამიანი დასაქმდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics