08:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 11:09:26, 1896 ნახვა

რეგიონი
დღეს ქობულეთში „Kobuleti Fest 2019“ გაიმართება

დღეს, ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს. ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ის 14:00 საათზე ფრანების შოუთი გაიხსნება და 03:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები  Beka,  Chiki,  Toke,  ასევე მუსიკალური ბენდები „Melomaniak“ და  „Goofy Land’  იზრუნებენ. გაიმართება ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და ქართული, აღდგენილი მულტფილმების  ჩვენება პარკის ამფითეატრში. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.

14:00 - 17:30 - Beka

17:30 - 21:00 - Chiki

21:00 - 22:00 - Melomaniakk

22:00 - 23:00 - Goofy Land

23:00 - 03:00 - Toke

14:00 - 18:00 ფრანების შოუ

14:00 - 19:00 - საბავშვო გასართობი ღონისძიებები

20:00 - მულტფილმების ჩვენება ამფითეატრში21:00ცეცხლოვანი შოუ

21:30 - კოცონი

23:00 - ფოიერვერკი

ქობულეთის ფესტივალს ასევე დაამშვენებს ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკი. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ქობულეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. ფესტივალს ქობულეთის მერიის ორგანიზებით, უცხოელი ჟურნალისტები, ტუროპერატორები, ბლოგერები, ასევე ქობულეთს დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები ესტუმრებიან.   

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics