|
2019-07-12 16:49:58, 1211 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ინფრასტრუქტურა 80 მისამართზე განახლდა
ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ამხანაგობების ოფიციალური მომართვიანობის საფუძველზე, სხვადასხვა უბანში 80 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. ამხანაგობების მიერ, პრიორიტეტების, ასევე საჭიროების განსაზღვრის მიხედვით და ბიუჯეტის გათვალისწინებით, მრავალბინიანი კორპუსების სახურავების განახლება 37 მისამართზე მოხდა; სართულშუა ნაპრალები ამოივსო ორ მისამართზე; წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე შესრულდა; ლიფტები განახლდა 14 მისამართზე. ასევე, სადარბაზოები 14 მისამართზე გარემონტდა; საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა ოთხ მისამართზე განხორციელდა; წყნეთში კი ორი სახლის გამაგრების სამუშაოები შესრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 14 100 ლარი დაიხარჯა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს და მათ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. ყოველი პროექტის დაფინანსებისას კი ამხანაგობების საერთო ანგარიშებზე შეტანილი თანხა - პროექტის ღირებულების 10% მათი საერთო ქონების განახლებას და გამწვანებას, ამხანაგობის სურვილის შესაბამისად, მოხმარდება.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)