06:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 10:28:48, 1128 ნახვა

საზოგადოება
ღია ცის ქვეშ კლასიკური მუსიკის კონცერტები იწყება

თბილისის მერიის ორგანიზებით იწყება პროექტი Tbilisi Classic Open Air, რომლის გარგლებში კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში გაიმართება.

პროექტის პირველი კონცერტი, რომელიც 13 ივლისს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა, პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა.

კონცერტში ასევე მონაწილეობს პოლონელი მევიოლინე კამილა ვონსიკ-იანიკი, რომელიც ისეთი პრესტიჟული კონკურსების პრიზიორია, როგორიცაა ვენიავსკის და შიმანოვსკის საერთაშორისო კონკურსები. კონცერტს უდირიჟორებს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და მასზე  გამოჩენილი პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.

მეორე კონცერტი  14 ივლისს, 18:00 საათზე კვლავ ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 2019 წელს  ჩამოყალიბდა.

კონცერტზე წარმოდგენილნი იქნებიან სოლისტები: ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო). ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები.

ღონისძიების პარტნიორები არიან: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics