19:33 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 16:20:33, 1645 ნახვა

კომენტარი
იანკოვიჩი: როგორ შეიძლება 20% ოკუპირებული იყოს და მთავრობა უშვებდეს ასამბლეის ჩატარებას, რომელიც რუსეთის რბილი ძალის ვექტორია

ვუდროუ უილსონის ცენტრის მკვლევარი ნინა იანკოვიჩი აცხადებს, რომ საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება კრემლის რბილი ზალის მაგალითია.

ანალიტიკოსისთვის გაუგებარია, თუ რატომ ჩატარდა მართლამდიდებლობის საპარლამენტტაშორისო ასამბლეა საქართველოში, მაშინ როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მკვლევარის განმარტებით, ხსენებული ასამბლეა რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

"საქართველოში ვიყავი როდესაც პროტესტი დაიწყო. რუსი დეპუტატის სპიკერის სავარძელში ჯდომა არის რუსეთის რბილი ძალის გაფართოება, რასაც მცოცავი სახით ბოლო 8 წელია ვხედავთ, ხალხის რეაქცია კი, არის რეაქცია რუსეთის მიმართ "ქართული ოცნების" ღია კარის პოლიტიკაზე. როგორ შეიძლება ტერიტორიების 20% ოკუპირებული იყოს და მთავრობა კვლავ უშვებდეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებას. როგორც ვიცით, ეს რუსეთის რბილი ძალის ვექტორია, თავისი "რუსკი მირით" და მართლმადიდებლური ეკლესიით. საკმაოდ რთული საკითხია რა თქმა უნდა, არ მშურს "ქართული ოცნების" - მან უნდა ეცადოს დააბალნსოს ვაჭრობა და პოლიტიკური საკითხები, თუმცა ვიცით, რომ ეს ჰიბრიდული იარაღი საზოგადოების ყველა ემენტს მოიცავს, კულტურულს, რელიგიურს, ეკონომიკურს და პოლიტიკურს. ჩვენ მთელი ეს პაკეტი უნდა განვიხილოთ, როდესაც მას ვუპირისპირდებით. უამრავი საკანონმდებლო და კულტურული აქტივობებია "რუსკი მირის" ქოლგის ქვეშ, რომელიც იარაღად იყენებს ისტორიას, რუსეთსა და საქართველოს შორის საერთო კულტურულ კავშრებს. რა თქმა უნდა ყველას სურს ერთ დღეს ამის ნორმალიზება, მაგრამ ფაქტია, ვიდრე რუსეთი, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციას არ მოახდენს ეს არ მოხდება", - განაცხადა იანკოვიჩმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics