07:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 12:47:58, 1486 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში სტრაბონის და ნიკო ბურის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

დიდი დიღმის კერძო დასახლებაში სტრაბონის და ნიკო ბურის ქუჩების მოწესრიგება მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, სტრაბონის ქუჩაზე 9121 კვ.მ. ფართობის  მოწესრიგდება სრულდება. ამ ეტაპზე,  ასფალტის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

ნიკო ბურის ქუჩაზე  უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ამჟამად, გრუნტის მოხსნის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე 3767 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი ორფენიანი საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

გაიოზ ვასაძის თქმით, ამ ქუჩებზე აქამდე ასფალტის საფარი არ ყოფილა.

„წელს დიდ დიღომში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს იმ ქუჩებზე, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა ასფალტის საფარი. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მოსახლეობისთვის მსგავსი პროექტების განხორციელებს, როგორც საგზაო, ასევე დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 462 546 ლარი გამოიყო.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics