|
2019-07-10 14:52:18, 1211 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 50-ზე მეტ საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 50-ზე მეტ ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რიგ ბაღებში იცვლება გზის საფარი, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, დაზიანებული სათამაშო მოედნების აღდგენა-განახლება, ახალი სპორტული და სათამაშო მოედნების მშენებლობა, სახურავების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა. მიმდინარე პროექტებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. მისი თქმით, ბაღების ინფრასტრუქტურა მუდმივ განახლებას საჭიროებს და სააგენტოს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ამ პროექტების დასაფინანსებლად. „საკმაოდ დატვირთული ზაფხული გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ახალი მშენებლობების პარალელურად, ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ მოქმედი ბაღების სარემონტო სამუშაოებს, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად. 50-მდე ბაღში ეზოს ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ, რაც მოიცავს სათამაშო მოედნების მოწყობას, ატრაქციონების მონტაჟს, საპარკო ინვენტარის დამატებას, საჩრდილობლების და ქვიშის მანეჟების მოწყობას, დაზიანებული კაუჩუკის საფარის შეცვლასა და პანდუსების მშენებლობას. ამავდროულად, 13 საბავშვო ბაღში იცვლება სახურავები. ხოლო მასშტაბური რემონტი ჩაუტარდება თბილისის N11, N12 და N197 ბაგა-ბაღებს,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოების გარდა, სააგენტოს დაფინანსებით, 9 საბავშვო ბაღის გამაგრება-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)