|
2019-07-09 20:11:56, 1346 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - პუტინის გადაწყვეტილება ცალსახად სწორია - შეიძლება მხოლოდ მივესალმო
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა და შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მიესალმო, - ამ სიტყვებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მიმართა სანქციების დაკისრებას მხარი არ დაუჭირა. ზალკალიანის განმარტებით, მიზანშეწოლილი არაა უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება. „რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს ცალსახად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ შეიძლება მიესალმო ამას, რადგანაც არავითარ შემთხვევაში ამ უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ განცხადებებს, რასაც მოჰყვა სიტუაციის გამწვავება და რომლის მიზანიც იყო, სწორედ, სიტუაციის დესტაბილიზაცია, სიტუაციის ესკალაცია და იმ მძიმე ფონის შექმნა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენი ეთერიდან მოვისმინე, იყო ცალსახად სწორი გადაწყვეტილება და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მივესალმოთ“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)