14:22 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 15:43:20, 1803 ნახვა

პოლიტიკა
ნილოვი: ქართული დიასპორის დახმარებით, R2 შევისყიდოთ თავის ნაძირლებიანად და დავარქვათ „ბაგრატიონ1“

რუსი დეპუტატი ოლეგ ნილოვი "რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ითხოვს. 

როგორც ნილოვმა აღნიშნა, გაბუანიას გარდა საქმე უნდა აღიძრას ყველა იმ დეპუტატის წინააღმდეგ რომლებიც, მისი თქმით, პარლამენტში ამბობდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეებს კლავდნენ.

"ძალიან ბევრმა ბავშვმა და ქალმა ნახა საქართველოს მთავარი ტელეარხიდან ეს დანაშაული. ამიტომ, ეკონომიკური სანქციების გარდა, საჭიროა სისხლის სამართლის ზომების მიღება. ეს ზომა გულისხმობს საქმეების აღძვრას, რაც არ მიგვიღია ამ ყველაფრის დამკვეთი სააკაშვილის მიმართ. მის გადაცემას მოითხოვს საქართველო, მაგრამ ევროპელები და უკრაინელები უარს ეუბნებიან. ჩვენ გვაქვს საქმე აღძრული გენპროკურატურაში, უნდა იყოს, ისევე როგორც იმ ნეოფაშისტების მიმართ, რომლებმაც პარლამენტში აღიარეს, რომ ხოცავდნენ და კლავდნენ, ხოცავდნენ რუსეთის მოქალაქეებს. ეს ხალხი აქ უნდა ჩამოვიყვანოთ, რატომ არ უნდა გავცეთ საჭირო პასუხი?! ტელეარხი „რუსთავი 2“ იქნებ შეიძლება ქართული დიასპორის დახმარებით ავიღოთ და შევისყიდოთ თავის ნაძირლებიანად და დავარქვათ „ბაგრატიონ1“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics