|
2019-07-09 13:19:12, 1104 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაზე: ვისთან შედგება თანამშრომლობა და ვისთან არა, მომავალი გვიჩვენებს
ვისთან შედგება თანამშრომლობა და ვისთან არა, მომავალი გვიჩვენებს, - ამ სიტყვებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დაანონსა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორი სპექტრი ჩამოყალიბდება საკანონმდებლო ორგანოში. „პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა, ამას გვიჩვენებს ის სპექტრი, რომელიც ჩამოყალიბდება საქართველოს პარლამენტში, დიდი ალბათობით, პროპორციული საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობის ფორმირება, ვისთან შედგება შესაბამისი თანამშრომლობა, ვისთან არა, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობას აფუძნებს.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)