08:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 20:29:06, 1095 ნახვა

საზოგადოება
„პრაიდი“ გადაიქცა „ჰაიდად“ - შსს-სთან მისულ ვასაძეს „ღირსების მარში“ დასრულებული დახვდა

„თბილის პრაიდი“ გადაიქცა „თბილისი ჰაიდად“ ეს არის თავის გაბითურება“, - ამის შესახებ ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისულ ვასაძემ „ღირსების მარში“ დასრულებული დახვდა.

როგორ მან აღნიშნა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო „მარშის“ დროს იქ ყოფილიყვნენ.

„თბილის პრაიდი“ გადაიქცა „თბილისი ჰაიდად“ ეს არის თავის გაბითურება. ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანები იყონ ერთად, კურდღლებს შეუძლიათ ვარკეთილში აირბინონ რამდენიმე ფოტო გადაიღონ და მერე იქიდან გაიქცნენ. მოვედით იმისთვის, რისთვისაც მივედით რუსთაველზე, რისთვისაც ვიყავით დილას აქ, რომ არ დავუშვათ უსირცხვილობის ზეიმი და ტაშ-ფანდური. გესმით, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ვიყოთ ყველგან.

რაც შეეხება, რუსთაველზე ყოფნისას ვთქვით, რომ არავითარი პრობლემა არ გვაქვს იმ ხალხთან, ვინც აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას.  მიგვაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაცია როგორც რუსული მხრიდან აფხაზეთსა და ცხინვალში ასევე გლობალისტური ლიბერალური მხრიდან თბილისში დასრულდება, საქართველო გამთლიანდება“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics