|
2015-07-04 14:19:36, 675 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ლევან გორგილაძე და ზურაბ თენიეშვილი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში სამედიცინო პრევენციულ გამოკვლევებს პირადად დაესწრნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მსჯავრდებულთა საჭიროებებით დაინტერესდა. სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში პრევენციულ სადიაგნოსტიკო გამოკვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმებმა ჩაატარეს. ექიმ-კონსულტანტებმა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწიეს. ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა კონსულტაცია შემდეგი ექიმ-სპეციალისტებისგან მიიღეს: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. მათ ასევე, ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები. დაწესებულებაში განთავსებულ პირებს, ასევე ჩაუტარდათ ღვიძლის ელასტოგრაფია. ამასთან, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განახლდა აფთიაქი, რომელის მედიკამენტებით აღიჭურვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, თვეში ერთხელ გეგმიურად მიმდინარეობს. აფთიაქში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის 500-მდე დასახელების მაღალი ხარისხის მედიკამენტია ხელმისაწვდომი. N3 დაწესებულების პარალელურად პრევენციული გამოკვლევები ჩატარდა N15 დაწესებულებაში და ივლისის განმავლობაში მსჯავრდებულები სრულად იქნებიან გამოკვლეულები. ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა კონსულტაცია შემდეგი ექიმ-სპეციალისტებისგან მიიღეს: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. მათ ასევე, ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები. დაწესებულებაში განთავსებულ პირებს, ასევე ჩაუტარდათ ღვიძლის ელასტოგრაფია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)