|
2019-07-08 16:00:28, 1337 ნახვა
პოლიტიკა
პუტინის პარტია, საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანის აკრძალვის, ასევე ფულადი გზავნილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას აპირებს
რუსეთის დუმის ფრაქცია „ედინაია რასია“ დღეს აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანაზე აკრძალვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ და დუმის ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა. ინფორმაციას Tass ავრცელებს. ამასთან, ნევეროვის განცხადებით, დუმაში დააყენებენ საკითხს, რომელიც საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტას შეეხება. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში, ისევ რუსოფობიული განწყობებია, რაც რუსეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. ვხედავთ, ზოგიერთი ელემენტი როგორ ესხმის თავს ჩვენ ტურისტებს, აჩერებენ მათ და „გეორგიევსკის ლენტებს“ ახევენ. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. დღეს, სახელმწიფო დუმის საბჭოზე დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინის და წყლის შემოტანისა, აგრეთვე საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ“ , - განაცხადა სერგეი ნევეროვმა. რუსი დეპუტატის განმარტებით, ეს ზომები საჭიროა იმასთვის, რომ იმ არამეგობრულ ქმედებებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეთა მიმართ ხდება, ადეკვატური შეფასება მიეცეს. "მგონია, რომ კოლეგები სხვა ფრაქციებიდან ჩვენს ინიციტივას მხარს დაუჭერენ", - დასძინა მან.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)