08:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 12:17:46, 1185 ნახვა

საზოგადოება
„მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი“ - ქეთათო აქციის ორგანიზატორებს ურჩევს, არ გააღიზიანონ

„მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი“, - ამ სიტყვებით მომღერალმა ქეთათო პოპიაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანზატორებს მიმართა.

ქეთათოს განცხადებით, დემონსტრანტებმა ინტელექტუალური საკუთრება, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა უნებართვოდ მიითვისეს.

ამასთან, მას არ სურს  ჩარკვიანის ხმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ინტენსიურად ისმოდეს და ამ საპროტესტო ტალღასთან ასოცირდებოდეს.

„ასეთი პერმანენტული სახით მეც არ მინდა ეს მუსიკა ტრიალებდეს. გახარიას გადადგომასთან არ არის რა ასოცირებული ეს მუსიკა. ეს მუსიკა კიდევ ბევრჯერ იქნება აქტუალური.  გადმოვცურავ ზღვასო, ერთხელ, ორჯერ გაუშვეს ბიძინას სახლთან. გასაღვიძებლად სხვა რამე ჩაურთონ“, - აღნიშნა ქეთათომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

მისივე თქმით, თვითმიზანი სასამართლოსთვის მიმართა არ არის, თუმცა ორგანზატორებს ურჩევს, არ გააღიზიანონ.

„როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს არ უნდა ჩადიოდე. ერთ კონკრეტულ მაჯლაჯუნას ეხება ეს, მაღალ, სათვალიან მაჯლაჯუნას. მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი. მე ყველანაირი ბერკეტი მაქვს… თუ გამაღიზიანებენ, გამაბრაზებენ, გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ ეგეთი არ დაესიზმრებათ“, - განაცხადა ქეთათომ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics