|
2019-07-04 16:07:03, 1669 ნახვა
კომენტარი
კალაძე ჟურნალისტებს: გჯერათ, რომ გახარია სამართალდამცველებს ეუბნებოდა, თვალებში და თავში ესროლათ?
„თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა, თვალებში და თავში ესროლათ? ამის გჯერათ თქვენ?“, - ასე მიმართა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც მას ჰკითხეს, „სჯეროდა თუ არა, რომ სპეცრაზმელებმა შს მინისტრის სპეციალური ბრძანების გარეშე დამიზნებით სროლა გაბედეს“. კალაძე აცხადებს, რომ ყველამ, ვინც აქციის დაშლისას ძალას გადაამეტა, პასუხი უნდა აგოს. „კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველას მოეკითხება ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ყველას ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი იმ კონკრეტულ გადაცდომებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ ძალის გადამეტების თვალსაზრისით, იყო ცალკეული ეპიზოდები, აუცილებლად ყველამ უნდა აგოს პასუხი. თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა, რომ თვალებში და თავში ესროლათ? ამის გჯერათ თქვენ? მინისტრმაც გაგცათ პასუხი, გასცა იმ შეხვედრაზე, როდესაც ჟურნალისტებთან იყო შეხვედრაზე. კონკრეტული პასუხი იყო, რომ პასუხისმგებლობას იღებს გიორგი გახარია“, - მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)