|
2019-07-04 15:59:56, 1074 ნახვა
საზოგადოება
გლდანულას ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა
სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ხიდი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გახსნა. თბილისის მერის თქმით, ხიდები იმდენად ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომ ისინი, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა. „ავჭალაში სამი ახალი ხიდი აშენდა. არსებული ხიდები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დასაწყისში იგეგმებოდა ხიდების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, თუმცა ავარიულობიდან გამომდინარე ეს ხიდები, დავანგრიეთ და შემდეგ, ფაქტობრივად, თავიდან ავაშენეთ. გასულ წელს დაწყებული პროექტის განხორციელებაში 8 მლნ ლარი დაიხარჯა. ამჟამად დარჩენილია გზის დახაზვის სამუშაოები, რომელსაც შემდგომი კვირების განმავლობაში განვახორციელებთ. ასევე, გამწვანდება შუა გამყოფი ზოლი. ამასთან, ჩვენ ვამუშავებთ ძალიან საინტერესო პროექტს - გამყოფ ზოლში ვაპირებთ ველობილიკის მოწყობას. მიხარია, რომ ხიდების რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული მასალები საქართველოშია წარმოებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდამავალი პროექტის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გასული წლიდან ახორციელებდა. სამუშაოების ფარგლებში, ავარიულ ხიდებს - როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს, სრული დემონტაჟი ჩაუტარდა და არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდები აშენდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კონსტრაქშენ სერვისი“ განახორციელა. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 424 771 ლარი დაიხარჯა. თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაკტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე.
(NS)
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)