11:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 15:05:51, 1299 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მძღოლების გამოკითხვა ჩატარდება

დედაქალაქის მერიის კონტრაქტორი „სპექტრუმ კონსალტინგი“, საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით, 3 ივლისს, ჭავჭავაძის გამზირთან დამაკავშირებელ ქუჩებზე მძღოლების მოკლე გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა შედგება შემთხვევითი  შერჩევის ფორმით, 10:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე.

გამოკითხვის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა, რაც ძირითადად გადაადგილების დაწყებისა და დასრულების წერტილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას ითვალისწინებს. 

მიღებული ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემის თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებისთვის იქნება გამოყენებული.

დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანეს არტერიებზე, მათ შორის,  ჭავჭავაძის გამზირსა და ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლების მოწყობის რეკომენდაცია თბილისის მერიას კომპანია „სისტრამ“ მისცა.    





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics