|
2019-07-01 22:12:13, 1690 ნახვა
პოლიტიკა
მაკო გომური - ძალიან მინდა ახლა თქვენ გვერდით დგომა და იმის გაპროტესტება რაც გამიკეთეს - ვიდეო
“ძალიან მინდა ახლა თქვენ გვერდით დგომა. თქვენ დგახართ მანდ და აპროტესტებთ იმას, რაც გამიკეთეს. - პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, 21 ივნისს დაშავებულმა მაკო გომურმა მიმართა. ""მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაგვლანძღავს. ჩვენზე იტყვის ცუდს. მაგალითად, ორი საათის წინ, ვინმე შოთა აფხაიძემ ტვინგამორეცხილი LGBT პირი მიწოდა. არ მინდა, ასეთმა ფაქტებმა ბრძოლის უნარი დაგაკარგინოთ, თქვენ რომ გაქვთ ბრძოლის უნარი, მერე მე ეს მაძლევს ბრძოლის უნარს და ამით მაქვს ძალა, რომ თქვენ გხედავთ, როგორ იბრძვით ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ჩემთვის თქვენ ხართ გმირები იმიტომ, რომ არ ნებდებით, არ ნებდებით არც ერთი წუთი... მინდა იცოდეთ, რომ მე მჯერა თქვენი. მჯერა იმის, რისთვისაც დგახართ მანდ... მანდ სამშობლოს გამო დგახართ, უსამართლობის გამო, რაც მოხდა 20 ივნისს... ვინც დავშავდით, მინდა, ვიყოთ ბოლო ადამიანები, რომლებიც დაგვასახიჩრეს 20 ივნისის ღამეს... თუ ვიღაც დღეს ჩვენზე ამბობს ცუდს, იმიტომ ამბობს, რომ ვერ ხედავს იმ უსამართლობას, რაც ხდება. მინდა, რომ თავისუფალ და დალაგებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ ერთად", — მიმართა მაკომ აქციის მონაწილეებს.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)