11:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 13:38:54, 1240 ნახვა

საზოგადოება
„გახარია წადი!“ – სასტუმრო შერატონთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასთან“, სადაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ინიციატივის „პროპორციული არჩევნები 2020“ პრეზენტაციას აწყობს, მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამგვარად სურთ დეპუტატებს შეახსენონ, რომ პროპორციული არჩევნები მათი აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ხოლო მთავარი მოთხოვნა - შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, კვლავ შეუსრულებელია.

„ვერანაირი ახალი ინიციატივის, მათ შორის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პრეზენტაცია, ვერ გადაფარავს იმ გაბრაზებას, რაც გვაქვს თვალებდათხრილი, დასახიჩრებული, მოწამლული ადამიანის გამო. ჩვენ მივიღებთ მესამე მოთხოვნას (გახარიას გადადგომა), ამის შემდეგ გამართონ პრეზენტაცია. ვიქნებით ყველგან, სადაც ისინი იქნებიან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.

დეონსტრანტებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერით „ნუ გვაბრმავებთ“, „გახარია წადი“. დეპუტატებს სასტუმროში სტვენისა და შეძახილების ფონზე უწევთ შესვლა. 

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics