|
2019-07-01 11:32:01, 1211 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი ჰქონდა - რა გახდა ამის მიზეზი, გამოძიების პრეროგატივაა
ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი ჰქონდა და რა გახდა ამის მიზეზი, ეს გამოძიების პრეროგატივაა, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს განვითარებულ მოვლენებს. კითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა აქციაზე გამოყენებული ის ტყვიები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია, იზორიამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა კანონის ფარგლებში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი. „ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთგზის მოვისმინეთ კომენტარები, რომ ერთი მხრივ, პოლიცია, შსს და მისი ხელმძღვანელი მოქმედებდა იმ ვალდებულების თანახმად, რა ვალდებულებაც კონსტიტუციითა და კანონით არის განსაზღვრული, რად უკავშირდება განსაკუთრებით მართლწესრიგის დაცვას. ამასთან ერთად, ამ ვალდებულების შესრულებასთან ერთად ჩვენ კომენტარებში ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ჰქონდა ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი. რა გახდა ამის მიზეზი და რა გარემოებებში მოხდა უფლებამოსილებების გადამეტება, ეს არის სწორედ გამოძიების პრეროგატივა, რომელმაც ახლო მომავალში უნდა დაადგინოს კონკრეტული გარემოებები“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)