03:55 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 16:21:05, 1735 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი დარბევაზე: სამართალდამცველები უფლებამოსილები არიან, რომ საფრთხიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება თავადაც მიიღონ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 20-21 ივნისის აქციის დარბევას ეხმაურება და აცხადებს, რომ  სამართალდამცველი სტრუქტურები ჯგუფურ ძალადობას იგერიებდნენ.

მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაში ცალკეულ სამართალდამცველებს ჰქონდათ უფლებამოსილება, გადაწყვეტილება თავად მიეღოთ.

"როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს სამართალდამცველი სტრუქტურები იგერიებენ ჯგუფურ ძალადობას, იგერიებენ სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას, რა თქმა უნდა, გაიცემა ბრძანებები ან კიდევ, ბრძანებებთან ერთად, კონკრეტული სამართალდამცველები უფლებამოსილები არიან, რომ საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე, თავადაც მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ვინ გასცა ბრძანება ამა თუ იმ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, როდის, ხოლო ადგილზე იქნებოდა ეს პოლიციელი თუ სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელი, რა გადაწყვეტილება მიიღო და რა საფრთხე დაინახა ამა თუ იმ ადამიანში, ეს უნდა იყოს გამოძიების თემა", - აღნიშნა წულუკიანმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics