|
2019-06-28 13:02:21, 1425 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია: გახარია პოლიციელებს მიზანში სროლას ვერ ასწავლის, არ უნდა გადადგეს
„გიორგი გახარია პოლიციელებს მიზანში სროლას ვერ ასწავლის, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ქანთარია დემონსტრანტების იმ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლებიც შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. „მას პასუხისმგებლობა აქვს აღებული და იმ ტვირთსაც გრძნობს, რაც დაზარალების თვალსაზრისით მოხდა. მაქსიმალურად უნდა, რომ საქმე იმ ეტაპამდე მიიყვანოს, როცა მტყუან-მართალი გამოკვეთილი იქნება. გიორგი გახარია პოლიციელებს მიზანში სროლას ვერ ასწავლის, თუ ისინი სხვას უმიზნებდნენ და სხვას მოხვდა. ვერ ასწავლის, რადგან მისი საქმე არ არის. ეს სხვა საქმეა და ამ თვალსაზრისით ცალკეული პირები უნდა გამოიკვეთონ, ვისაც ეს გადაცდომა მოუვიდა და რის გამოც გამოსაძიებელია“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)