|
2019-06-27 14:28:09, 1942 ნახვა
პოლიტიკა
„პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008-ში“ - ბედუკაძის ინტერვიუ რუსულ გამოცემასთან
ციხის კადრების ავტორო და გამავრცელებელი ლადო ბედუკაძე თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ტანკები უნდა შემოიყვანეს, ისე როგორც 2008 წელს, - ამის შესახებ ბედუკაძემ "კამსამოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბედუკაძემ აღნიშნა, რუს დეპუტატებზე თავდასხმა ვაშინგტონის დაკვეთით მოხდა. "ნუთუ თქვენ ვერ მიხვდით რისთვის იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ასე საგანგებოდ ჩამოსულები საქართველოში, რუსი დეპუტატების ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე?!", - მიმართა ბედუკაძემ რუს ჟურნალისტს. ინტერვიუს დროს ჟურნალისტი დაინტერესებდა, ემუქრებათ თუ არა საქართველოში რუს ტურისტებს საფრთხე, რაზეც ბედუკაძემ ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა არა, აქ რუსს არავინ მოკიდებს ხელს, თუმცა...პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008-ში. პუტინი თავის ხალხს იცავს, რუსები ასე უნდა დაიცვას!" ბედუკაძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% რუსეთის მომხრეა, თუმცა ურთიერთობებს ტეტიროული საკითხი უშლის ხელს. ის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის არჩევნებზე ხმების გაყალბებით არის დაკავებული. მისივე აზრით, სინამდვილეში მოსახლეობა ხმას, სულ სხვა ადამიანებს აძლევს, ხოლო ხმები სულ სხვა პოლიტიკოსს ეწერება. "რუსეთისა და საქართველოს მეგობრობას, ჩვენ მომავალ კავშირს გაუმარჯოს!" - ამბობს ბედუკაძე რუს ჟურნალისტთან საუბრისას. გაზეთი წერს, რომ მისი ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ბედუკაძე ქვეყნის ყველაზე პრორუსი პოლიტიკოსი გახდა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)