|
2019-06-26 11:12:15, 1232 ნახვა
პოლიტიკა
„მგონია ძალიან მართალი ვარ“ - ნიკა მელია პარლამენტში მივიდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. ის ჯერჯერობით ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე არ შესულა, სადაც მისი სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ. „შავით თეთრზე ჩანს ყველაფერი და მიმაჩნია, რომ არათუ პოლიტიკოსს, არამედ საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უნდა აპატიმრებდნენ იმ საქმის გამო, რომელიც ეხება ოკუპანტს. როდესაც შენ აპროტესტებ ოკუპანტთან მიმართებაში და მწვავე პროტესტი გაქვს და გეუბნებიან აქ რატომ გაბედე მოსვლა მრავალტანჯულ შენობაში რატომ ააფრიალე რუსეთის დროშა და რატომ აღკვეთე სხვა მოქალაქეებთან ერთად, რუსი ოკუპანტის გამო საქართველოს მოქალაქე რატომ უნდა დაიჭირო. როგორ შეიძლება მტკიცებულება ჰქონდეთ, ეს იგივეა, რომ რეალურად ნებისმიერი, ქართველი ჯარისკაცი იმის გამო დააპატიმრო, რომ იგი იყო ბრძოლაში შესული მტერთან, ამ შემთხვევაში რუსეთის წარმომადგენელთან. რამდენი გაუკეთებიათ ასეთი, ეს არის პოლიტიკა ამ კაცის, ივანიშვილის, რომელიც დარწმუნებული ვარ, გვიყურებს, გაიღვიძა ახლა სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად. ისტორიის წინაშე მეამაყება, მგონია ძალიან მართალი ვარ“, - აღნიშნა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
ბელგოროდის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა: იქ დრონებს აწყობდნენ
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)