05:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 13:43:38, 2807 ნახვა

ეკონომიკა
კომპანია BP საქართველოში ინვესტიციების გაგრძელებას გეგმავს

კომპანია BP საქართველოში ინვესტიციების გაგრძელებას გეგმავს - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა  “British Petroleum“–ის  აღმასრულებელ დირექტორთან რობერტ დადლისთან.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  BP-ს აღმასრულებელ დირექტორს უკვე განხორციელებული ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ცნობისთვის,  “British Petroleum“–ი მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული ნავთობკორპორაცია, რომელსაც  აქვს წარმომადგენლობა 80 ქვეყანაში, 396.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი და ჰყავს 84 000 თანამშრომელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics