|
2019-06-26 10:41:55, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია იმ მტკიცებულებების გაცნობას ითხოვს, რითაც პროკურატურა ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მოითხოვს
იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია იმ მტკიცებულებების გაცნობას ითხოვს, რითაც პროკურატურა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მოითხოვს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიმართვაში, რომელიც პროკურატურამ პარლამენტს გაუგზავნა არ არის განმარტებული, კონკრეტულად რა დანაშაული ჩაიდინა მელიამ. „მტკიცებულებებში არ წერია არსად რის გამო განიხილავთ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს, იმ მიზნით, რომ მოხდეს მისი დაკავება. წარმოადგინოს პროკურატურამ მტკიცებულებები, სხვანაირად იქნებით ჩვეულებრივი „ტროიკა“ და თუ ერთადერთი მტკიცებულება არის მისი ხელის ჟესტიკულაცია, ნიკა მელიას სანამ გააგდებდით პარლამენტის შენობიდან, ვიყავით ერთად ძალიან ბევრი დეპუტატი და გვაინტერესებს რატომ არ დგება პირადად ჩემი პასუხისმგებლობა, რადგან ერთადერთი მტკიცებულება, რის გამოც აპირებთ მოუხსნათ იმუნიტეტი. ჩამოყალიბდით ბოლომდე „ტროიკად“ ან განგვიმარტეთ, რა მტკიცებულებები არსებობს. სანამ თქვენი სისხლიანი რეჟიმი იქნება ვერ დაწყნარდება ხალხი“, - მიმართა ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობას. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კი თინა ბოკუჩავას ურჩია დაწყნარებულიყო და სისხლიან რეჟიმზე არ ესაუბრა. „წყნარად იყავით, სისხლიან რეჟიმზე ბევრს ნუ ლაპარაკობთ“, - განაცხადა კახიანმა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
ბელგოროდის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა: იქ დრონებს აწყობდნენ
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)