|
2019-06-26 10:34:59, 1009 ნახვა
პოლიტიკა
„რა მნიშვნელობა აქვს 2 საათით ადრე დაიჭერთ მელიას თუ 2 საათით გვიან, რატომ ვერ ითმენთ?“ - ხმაური პარლამენტში
„რა მნიშვნელობა აქვს ორი საათით ადრე დააკავებთ ნიკა მელიას, თუ ორი საათით გვიან? რატომ ვერ ითმენთ ხალხო, რა გჭირთ?“ - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს მიმართა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ. გოგორიშვილის განცხადებით, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს დეპუტატისთვის ო იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის 5 დღე აქვს, გაერთიანებული კომიტეტის სხდომა დილის 09:00 საათზე ჩაინიშნა. „იქნებ აგვიხსნათ რითია განპირობებული ასე სასწრაფოდ და საჩქაროდ, დილის ცხრა საათზე სხდომის დანიშვნა, რომ გადაგვიყვანეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, 5 დღეა განხილვისთვის განსაზღვრული და გუშინ შემოტანილ საკითხზე დილაუთენია სხდომა გამართეთ“, - აღნიშნა გოგორიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
ბელგოროდის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა: იქ დრონებს აწყობდნენ
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)