16:46 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 10:32:42, 1378 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი უსაფრთხოა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით,  ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება,  მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და  ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.

„შეხვედრების ამოცანაა, უშუალოდ ტურისტული ბიზნესისგან მოვისმინო, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგნენ  რეალურად. მაგალითად, ციფრები, რაც დღევანდელ შეხვედრაზე  გააჟღერა ბიზნესმა, არის  რეალური გამოწვევა, რადგან წლის ბოლომდე მოლოდინი იყო, რომ დაახლოებით მილიონი რუსი ტურისტი ჩამოვიდოდა საქართველოში, რაც დაახლოებით 2 მილიარდი ლარის შემოსავალი იქნებოდა სექტორისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია და ბიზნესის თხოვნაც არის ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება იმის შესახებ,  რომ  საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ტურიზმისთვის და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნის ტურიზმს, მათ შორის, ტრადიციული ბაზრებიდან ჩამოსულ ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის  ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო  და ეს დადასტურებულია უამრავი საერთაშორისო რეიტინგით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავა დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილა. შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics