10:45 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 09:53:56, 397 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატებისა და კუბის რესპუბლიკის მთავრობების გადაწყვეტილებას, უახლოეს მომავალში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და ორივე ქვეყნის დედაქალაქში საელჩოების გახსნის თაობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს სჯერა, რომ აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს არა მარტო თანამშრომლობის ყველა სფეროში აშშ-კუბის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არამედ პოზიტიურად აისახება როგორც რეგიონულ ისე გლობალურ სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე.

"საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფოებს შორის დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელი საკითხების გადაწყვეტას კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების გზით - საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების პატივისცემით, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. 
აქვე ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ქ. ჰავანაში საქართველოს საელჩოს გახსნის თაობაზე. მოსალოდნელია, რომ საელჩოს გახსნასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები წლის ბოლომდე დასრულდება",-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
 
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics