07:03 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-23 21:07:48, 1339 ნახვა

პოლიტიკა
R2 - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში სპეცრაზმი შეიყვანეს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ქართული ოცნების ლიდერისა და ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში სპეცრაზმი შეიყვანეს. 

ადგილზე მყოფი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არ ამბობენ, რატომ იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან და კითხვაზე, რატომ არის საპოლიციო ძალების ასეთი მობილიზება ტერიტორიაზე, სამართალდამცველები ჟურნალისტს პრესსამსახურთან ამისამართებს.

„გიდასტურებთ, რომ პოლიციაა. ჩვენ მზადყოფნაში ვართ ყოველთვის, სადაც დაირღვევა და იქნება ამის მცდელობა, შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია. იქ, სადაც ამის საფრთხე იქნება, იქ დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სად იქნება,“ - ამბობს ერთ-ერთი სამართალდამცველი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics