14:22 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-23 12:19:47, 1409 ნახვა

საზოგადოება
ნინო კასრაძე რობერტ სტურუას: საქართველო იყო, არის და იქნება!

მსახიობი ნინო კასრაზე რეჟისორ რობერტ სტურუას პასუხობს, რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ბორტმა სულმა იმარჯვა და საქართველო აღარ არსებობს".

კასრაძე წერს, რომ ახალი საქართველო სწორედ ახლა ყალიბდება. 

„ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ არც სოციალურ ქსელში ვარ და არასოდეს არც ერთ თემაზე საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებ.... მაგრამ დღეს (ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში) არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის,რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით... მესმის,რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია,მესმის რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია,ჰოდა,ვსარგებლობ ამ უზენაესი უფლებით... ბატონო რობერტ,გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ,სტუდენტები, თინეიჯერები,ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები.ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს,რომელზეც ყველა ვოცნებობთ.მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ,მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?! მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს,ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის... პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება-უკომპრომისო,პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი ცალთვალა... ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი.პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს “საქართველო აღარ არის”! საქართველო იყო, არის და იქნება!!!!“ - წერს ნინო კასრაძე.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics