14:22 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-22 19:08:39, 1204 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურა აქციის დროს მომხდარ შემთხვევებს, მათ შორის სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს

გენერალური პროკურატურა 20-21 ივნისს, საპროტესტო აქციის დროს მომხდარ ყველა ცალკეულ შემთხვევას, მათ შორის სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ფაქტების შესწავლის შემდეგ მიაწვდიან.

„საქართველოს პროკურატურა სწავლობს ყველა ცალკეულ შემთხვევას და შემდგომ სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, 20-21 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, სპეცდანიშნულების რაზმსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 39 ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ამასთან, აქციის დარბევისას სამართალდამცველებმა 305 პირი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics