15:06 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 15:09:38, 883 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველზე დაშავებული პირებიდან საავადმყოფოებში 102 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, რუსთაველზე დაშავებული პირებიდან საავადმყოფოებში 102 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

მათივე ცნობით, ჰოსპიტალიზაცია სულ 240 ადამიანს დასჭირდა. მათ შორის დაშავდა 80 სამარტალდამცველი.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ წუხელ, თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულები  მოინახულა.

ის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პირადად მკურნალი ექიმებისგან გაეცნო. ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში 102 პირი რჩება. „ნიუ ჰოსპიტალში“ მოთავსებული 24 პაციენტიდან 6-მა კლინიკა უკვე დატოვა. სტაციონარში მყოფ 18 დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო სერვისები მიეწოდება. პაციენტებიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, შედარებით მძიმეა.

წუხელ თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით 240 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. დაშავებულთა შორის 80 სამართალდამცველი იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics