|
2015-07-02 16:12:42, 701 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული გამოცდებიდან კიდევ ერთი აბიტურიენტი ელექტრომოწყობილობის გამოყენების გამო მოხსნეს
ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან კიდევ ერთი აბიტურიენტი მოიხსნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, აბიტურიენტს ელექტრომოწყობილობა, საათი-ფოტოაპარატი ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ტესტის ბუკლეტი და პასუხების ფურცელი გადაიღო. "აბიტურიენტებსაც მოეთხოვებათ კონკრეტული წესების დაცვა. ამ კონკრეტულ წესებში შედის ის, რომ არ უნდა გამოცხადდეს ნასვამ მდგომარეობაში საგამოცდო ცენტრში. ასევე, კატეგორიულად ეკრძალება აბიტურიენტს ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა საგამოცდო სექტორში. მეორე შემთხვევაში აბიუტურიენტს თან ჰქონდა საათი-ფოტოაპარატი, რომლითაც მოახერხა ტესტის ბუკლეტისა და პასუხების ფურცლების გადაღება“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. ცნობისთვის, დილით ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)