|
2019-06-20 16:44:44, 951 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი რუსი დეპუტატების ვიზიტზე: რუსეთს ჰყავს მხოლოდ ერთი რეზიდენტი საქართველოში, ეს ივანიშვილია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში რუსი დეპუტატების ვიზიტს ეხმაურება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა არსებულ პრობლემაზე პასუხისმგებელი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. ექს-პრეზიდენტმა დასძინა, რომ ივანიშვილმა რუსეთს ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადასცა, მათ შორის 2008 წლის მებრძოლების სია. „ივანიშვილი გამოვიდა, ეს მართლა ვირეშმაკა, სრულიად უნამუსო მოღალატე და გამოაცხადა, რომ ეს პროტოკოლის შეცდომა იყოო. მეგობრებო, ივანიშვილმა გადასცა რუსეთს სიები, საქართველოს უშიშროების წარმომადგენლების, აგენტების რუსეთში და ყველა მათგანი დააკავეს. ივანიშვილმა გადასცა რუსეთს ყველა ჩვენი მებრძოლის სია და სათითაოდ მათზე ნადირობს მთელს მსოფლიოში 2008 წლის ომის. ივანიშვილმა გადასცა რუსეთს ძალიან ბევრი მასალა, რომელიც ეხებოდა ჩვენ ურთიერთობას ნატოსთან, ივანიშვილმა შემოუშვა გავრილოვი 2013 წელს, პირველად საქართველოში და ასევე, ივანიშვილმა შემოუშვა ლუჩკოვი და უამრავი სხვა რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში. რუსული სპეცსამსახურები სრულიად დაუსჯელად მოქმედებენ საქართველოში. მაგალითად, უკრაინელებს ავერბოვკებენ მასობრივად საქართველოში. ივანიშვილმა, რუსეთის დავალებით, შეაჩერა ლაზიკის პორტის მუშაობა და მოკლა ლაზიკის პროექტი, ივანიშვილი რუსეთის დავალებით დევნის უამრავ ქართველ პატრიოტს და საბოლოო ჯამში, ივანიშვილი რუსეთის დავალებით ანგრევს საქართველოს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. მისივე თქმით, ქვეყანა მხოლოდ ფასადურად მიდის დასავლეთისკენ, სინამდვილეში კი, რუსული პროექტი ხორციელდება. „საქართველოს განადგურება, მიწასთან გასწორება, ქართველების საქართველოდან გაყრა, მასობრივად უცხოელების ჩამოსახლება. მათ შორის პირველ რიგში რუსების, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გეგმის ნაწილია. ამას ახორციელებს ვიღაც კობახიძე კი არა, მდინარაძე თუ დეპუტატები თუ ვიღაც შნირები. რუსეთს ჰყავს მხოლოდ ერთი რეზიდენტი საქართველოში, ივანიშვილი. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, მასობრივი სახალხო მობილიზაცია. თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა გადარჩეს, ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება, რომელსაც უყვარს საქართველო და არის საქართველოს პატრიოტი, ყველა ამბიციის გვერდზე გაწევა და ივანიშვილის მოშორება ქვეყნიდან, თუ რამე სხვა რეცეპტი გეგულებათ, არ ვიცი“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)