03:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-15 17:17:41, 1379 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სამაშველო ტექნიკის გამოფენა გაიმართა

დღეს ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საგანგებო სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო  და  შეკრებილ მაშველებს სიტყვით მიმართა.

,,სეზონის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი მზადყოფნა, ძალიან მახარებს თქვენი შემართება,  მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო მაშველი გოგონების მიმართ. ჩვენი ქალაქის განვითარება დგას თქვენს შემართებაზე, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებულ და უსაფრთხო სეზონს. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევთ თავს ყველა იმ ამოცანას რომელიც თქვენს წინაშე დგას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაშველი დრონი, რომელსაც სამაშველო ოპერაციებისთვის წელს პირველად გამოიყენებენ. მოეწყო დრონით ადამიანის გადარჩენის სიმულაციაც.

დღესვე სამაშველო ღონისძიებებზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის სამი მაშველი დააჯილდოვეს, რომლებმაც გასულ წელს 350 ადამიანი გადაარჩინეს.

დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე წელს 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის 20 ქალია. რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 50-ით გაიზარდა.

სეზონის გახსნის ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დაგეგმილია მუსიკალური პროგრამები და შოუები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics