|
2019-06-15 15:15:25, 1131 ნახვა
რეგიონი
ბათუმში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ფორუმი გაიმართა
დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ბათუმში "გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების" შესახებ რეგიონალური ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას რეგიონის და გაეროს ორგანიზაციის თანამშრომლობის ასპექტები გააცნო სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, დაცული ტერიტორიების და სხვა. ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი გამორჩეული პრიორიტეტული მიმართულებაა კარგი მმართველობის სტანდარტები, სადაც ქალთა ჩართულობა და მათი როლი გამორჩეულია. ,, ეს არის ნამდვილად კარგი კონტექსტი, სადაც ჩვენ როგორც გაეროს მისიასთან, ასევე სხვა მხრივაც ქალების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობების კიდევ უფრო გაძლიერების თვალსაზრისით ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს განვიხილავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად ქალთა უფლებების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, რომლებიც წარმატებებს აღწევენ ბიზნესში, ეკონომიკაში. თქვენში კიდევ უფრო მეტად არის სამეწარმეო სულისკვეთება. ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ აჭარაში ''- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. რიგით მეორე რეგიონალური ფორუმის ორგანიზატორია ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის", აშშ-ს საელჩო საქართველოში დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) დანერგვის მიზნით, 2017 წლიდან მუშაობს კერძო კომპანიებთან და საშუალებას აძლევს მათ ხელი შეუწყონ ქალთა გაძლიერებას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე თემში და საზოგადოებაში. ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფში გაერთიანებულია სხვადასხვა ზომის 30 მდე კომპანია. ფორუმს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე ესწრებოდნენ.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)