|
2019-06-14 17:54:41, 1004 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკი“ ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამას უერთდება
„თიბისი ბანკი“ ტაქსის მძღოლებს მათზე მორგებულ, გამარტივებულ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს. ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლები ავტომობილების შეძენას ან განახლებას თიბისი ბანკის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობებით შეძლებენ. კერძოდ, ისინი, ვისაც თბილისის ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურს, თუმცა ავტომობილის მდგომარეობა, ფერი და სხვა პარამეტრები არ შეესაბამება ლიცენზიის მოთხოვნებს, თიბისი ბანკში სესხის მიღებას გამარტივებული პირობებით შეძლებენ. ავტომობილების შეძენა/განახლებისთვის სესხის მიღება შემოსავლის დადასტურების გარეშეა შესაძლებელი. ავტომობილების შეძენის შემთხვევაში, სესხის თანხა 12 000 ლარამდე განისაზღვრება, 6 წლამდე ვადით. გარდა ამისა, ტაქსის მძღოლები უახლოეს მომავალში ავტო დილერებისგან სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. რაც შეეხება ავტომობილის განახლებას, სესხის ოდენობა 8 000 ლარამდე განისაზღვრება, 4 წლამდე ვადით. უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა ამ შემთხვევაში, არ მოითხოვება. ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობა თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ. ამისათვის მათ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართონ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/loan-campaign.
(R)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)