|
2019-06-14 15:56:10, 839 ნახვა
საზოგადოება
მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს
დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს. ფესტივალის ფარგლებში თბილისის სხვადსხვა უბანში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო ღონისძიებები. ფესტივალთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და VTB ბანკის წარმომადგენელმა შოთა მაჭავარიანმა მედიას ინფორმაცია მიაწოდეს საფესტივალო პროგრამისა და ადგილმდებარეობის შესახებ.ბანკსა და მერიას შორის ასევე გაფორმდა თანამშრომოლობის მემორანდუმი გაფორმდა. პირველი საფესტივალო ღონისძიება 16 ივნისს ჰუალინგის პარკში 18:00 – 23:00 სააამდეგაიმართება. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადსხვა სპორტული ზონა სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა გაივარჯიშოს და მონაწილეობა მიიღოს პროფესიონალი სპორტსმენების მასტერკლასებში. სპორტულ ზონებში ტანვარჯიში, ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი, კიკბიქსინგი და სხვა სახეობები იქნება წარმოდგენილი. ამის გარდა გაიმართება საბავშვო კინოჩვენება, მოეწყობა საგამოფენო სივრცე და მსმენელის წინაშე ჯგუფი loudspeakers წარდგება. პროექტი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა განაცხადა: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული პროექტების და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები შეძლებენ აბსოლუტურად უსასყიდლოდ ეზიარონ სპორტის სხვადსხვა სახეობას და ჩაერთონ აქტივობებში.
(R)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)