|
2019-06-14 15:30:08, 784 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციას კავშირგაბმულობისა და სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენის თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, კავშირგაბმულობისა და სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა. აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა. თემურ კეკელიძემ სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმებსა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ევროკავშირთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა აღჭურვილობის გადმოცემის აქტს ხელი მოაწერეს. აღნიშნული აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენისა და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის მართვის შესაძლებლობებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და ევროკავშირს მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განახლებაში. ევროკავშირის მხარდაჭერით სასაზღვრო სექტორები ელექტრონული დაკვირვებისა და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)