|
2019-06-13 19:35:54, 1055 ნახვა
საზოგადოება
ნინო წილოსანმა, „ქართუ ფონდის“ პრეზიდენტთან ერთად, ერისთავების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა, „ქართუ ფონდის" პრეზიდენტთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკა ანთიძესთან ერთად, ერისთავების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ქართუ ფონდი" ახორციელებს. „ერისთავების სასახლე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია, ამიტომ მის რეაბილიტაციას მთელი რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ნინო წილოსანმა. გარდა იმისა, რომ სამუშაოები ჩატარდება ერისთავების სასახლეში, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დენდროლოგიური პარკის განახლებაც იგეგმება. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით მეოთხე პარკი, რომელიც ტურისტული და კულტურული თვალსაზრისით რეგიონის ერთ-ერთ მარგალიტად მიიჩნევა. ამასთან, ნინო წილოსანმა, „ქართუ ფონდის" პრეზიდენტმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ერკეთის მონასტერიც მოინახულა, რომლის რეაბილიტაციას ასევე „ქართუ ფონდი" ახორციელებს. ძალიან მალე, გურიის კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ძეგლები სრულად განახლდება და მიიზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტს.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)