|
2019-06-13 15:19:15, 1200 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარუდგინა
თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარუდგინა. ესკიზების გამოფენას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, წარმოდგენილ 14 ესკიზს ჟიური ორშაბათამდე შეაფასებს. „ჰიპოპოტამის ესკიზები 2 კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იყო თბილისის მერიაში, საჯარო სივრცეში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შეეფასებინა თავისი რჩეული ნამუშევარი და ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაეკეთებინა სპეციალურ წიგნში.დღეს, ამასთან დაკავშირებით გვექნება ჟიურის შეფასება. ორშაბათამდეა ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ იმსჯელოს და შეჯერდეს კონკრეტულ ნამუშევარზე. ორშაბათს გახდება ცნობილი, თუ რომელი ნამუშევარი იქნება გამარჯვებული. რაც შეეხება განთავსების ადგილს, ამასთან დაკავშირებითმიმდინარეობს მსჯელობა. სავარაუდოდ, განთავსდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა კონკრეტულად რომელი ადგილი იქნება, ამაზე კომისიის მუშაობის შედეგებს ველოდებით. ჰიპოპოტამ „ბეგის“ სკულპტურა თბილისში უკვე მომდევნო წლის 13 ივნისს განთავსდება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი, 12-წევრიანი საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან.
(NS)
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)